“კლინიკებს, რომლებსაც სამუშაოები მინიმალურ დონეზე აქვთ შესრულებული, ვადებში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ” – TEMOS

კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ასაღებად 6 თვე რჩებათ. პროცესი ჯანდაცვის სექტორმა უკვე დაიწყო და ხარისხის ახალ სტანდარტზე მოსარგებად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ხელშეკრულებებიც გაფორმდა, თუმცა აკრედიტაციის მისაღებად პროცესი გამოწვევების ფონზე მიდის.