კლინიკაში აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ საქართველოს პირველ არხს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რიჟვაძეს ოპერაცია ამ ეტაპზე არ სჭირდება.
„მძიმეა, სტაბილურია. ოპერაცია ახლა არ სჭირდება. რეანიმაციაშია, მართვით სუნთქვაზეა, მძიმე, მაგრამ სტაბილურია“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ ცეცხლნასროლი ჭრილობით დღეს შეიყვანეს. შემდეგ რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი. -ს ცნობით, ახვლედიანი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს.
Next: ევროკავშირის საელჩო დღესაც აფინანსებს ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის ს ჩაშლაა. ეს სკანდალი იქნებოდა, ქართული საზოგადოება ამას შეჩვეული რომ არ იყოს