“კლინიკას, დაახლოებით, 50 ვაკანტური ადგილი აქვს” – ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკა მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მიიღოს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებას მოითხოვს. საავადმყოფოს საორგანიზაციო ჯგუფმა, აღნიშნული მოთხოვნით, სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტა.
პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრომ, იმ კლინიკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც მზად არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მათთან სამუშაოდ მიიღონ.
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, სამინისტროს მიაწოდეს ინფორმაცია კლინიკაში არსებული 50-მდე ვაკანტური ადგილის შესახებ, სადაც, სურვილის შემთხვევაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ.
“ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა კომუნიკაცია. გადაგზავნილია მიმართულებები მედ-პერსონალის შესაძლო დასაქმების შემთხვევაში – ეს არის როგორც ექიმის თანამდებობა, ასევე მედ-პერსონალის, საშუალო, დაბალი მედ-პერსონალის თანამდებობა და ა.შ. კლინიკას, დაახლოებით, 50 ვაკანტური ადგილი გააჩნია.
სახელმწიფო სტანდარტით რაც არის დადგენილი ხელფასის ანაზღაურების შესახებ, როგორც იღებს ჩვენი მედ-პერსონალი, ისე აიღებენ, თუ მათი სურვილი იქნება და მოუნდათ თანამშრომლობა ამ ადამიანებს”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ითხოვენ პატიოსნება და ოჯახის ღირსება გარყვნილებაში და ჰომოსექსუალების გაბატონებაში გაცვალეთ, ქართული ადათ-წესები, ისტორია და წინაპრები დაივიწყეთ – LGBT საზოგადოების მომავლის დაცვაზე იზრუნეთ და კანონებით გაამყარეთო

ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების გაუქმებას და LGBTIQ პირთა უფლებების უზრუნველყოფას