კლევერლი: ჩაკვეტაძეს მნიშვნელოვანი ზაფხული ელის და არ გავრისკავთ

4 მაისს, ჩემპიონშიფის ბოლო ტურში, “უოტფორდი” გასვლაზე “მიდლსბროს” დაუპირისპირდება. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი პრემიერლიგაში გადასასვლელ ზონაში ვერ მოხვდება, გავარდნის საფრთხე არ ემუქრება და სეზონი ფაქტიურად დაასრულა.
“უოტფორდის” მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩაკვეტაძეს არ ათამაშებს:
“გიორგის საზარდულის მუდმივი პრობლემა აქვს. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ზაფხული, ამიტომ გარისკვას არ ვაპირებთ”.
რა თქმა უნდა, კლუბს ესმის, როგორი მნიშვნელობა აქვს ჩაკვეტაძისთვის მომავალ ევროპის ჩემპიონატს და მისასალმებელია, რომ უფრთხილდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ