“კი ევროპას, არა რუსულ კანონს” – ბათუმში მსვლელობა მიმდინარეობს

“კი ევროპას, არა – რუსულ კანონს” – ბათუმში ამ სახელწოდებით რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა მსვლელობა ს უნივერსიტეტიდან დაიწყეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ.
“რეალურად ბრძოლა არ შეიძლება მარტო შემოიფარგლოს ქუჩაში გასვლით მხოლოდ. ბრძოლა გაგრძელდება აუდიტორიებში, საკლასო ოთახებში, საჯარო სამსახურებში სხვადასხვა გზით. ეს ბრძოლა გაგრძელდება ანამ სანამ არ დაბრუნდება საქართველოს ხელისუფლება და საქართველო ევროინტეგრაციის გზას, რომელიც ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. სანამ საქართველოს სახელმწიფო არ დაუბრუნდება კონსტიტუციით გარანტირებული ღირებულებების ერთგულებას, მანამ ვიბრძოლებთ”- ამბობს აქციის მონაწილე თემო ტარიელიძე.