„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ. ისინი თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც „ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.
„თავისუფლებასთან წააგებთ!“ „რუსებო, მონებო“ – ასე მიმართავენ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.