„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, – ამ ლოზუნგით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, – ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. მანამდე ცენტრალურ პარკში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სტუდენტები შეიკრიბნენ და აბაშიძის ქუჩაზე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“.
როგორც ს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები აცხადებენ, თითოეული მათგანის მობილურ ტელეფონში მუქარის შემცველი ზარები განხორციელდა. მათი თქმით, მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს