„კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“- სოფო ჯაფარიძემ ხმა მისცა

საარჩევნო უბნებთან არ წყდება ქართველი ხალხის, შეუპოვრად მებრძოლი ქართველი ხალხის რიგები, რომლებიც უკვე რამდენი წელია, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო იტყვის თავის სიტყვას – “კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“ – ამის შესახებ “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ მ განაცხადა.
სოფო ჯაფარიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიაში.
„ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩემი შვილების ევროპულ მომავალს, ვარ ძალიან კარგ განწყობაზე, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! ხედავთ, რა ხდება – მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრმა მოქალაქემ უკვე მისცა ხმა და საარჩევნო უბნებთან არ წყდება ქართველი ხალხის, შეუპოვრად მებრძოლი ქართველი ხალხის რიგები, რომლებიც უკვე რამდენი წელია, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ერთიანობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო იტყვის თავის სიტყვას – “კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!” ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად ბევრნი უნდა მივიდეთ უბნებზე, გარწმუნებთ, ვერავინ ხედავს, ვის მისცემთ ხმას – ამას ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ამიტომ დადექით ხალხის მხარეს და მიეცით ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.