კიტ კელოგი – უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის

უკრაინა დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად მზად არის, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტის, ს სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა განაცხადა.
„ისინი მზად არიან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დემილიტარიზებული ზონა შექმნან. მათ თქვეს: ჩვენ 15 კმ-ით უკან დავიხევთ და თქვენ, რუსებიც, ასევე 15 კმ-ით უკან დაიხევთ. ასე რომ, შეიქმნება 30 კილომეტრიანი ზონა, რომელიც მკაცრად გაკონტროლდება“, – განაცხადა კელოგმა.
მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ექნება და მხარეები მსგავს შემთხვევაში ამჟამად დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებენ.
„ამიტომ, უკრაინელებს უნდა ვუთხრათ: „ეს ერთ-ერთი გამოსავალია იმ სიტუაციიდან, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს“. თუ თქვენ ამჟამინდელ პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდებით, მაშინ ტერიტორია, რომელსაც თქვენ აკონტროლებთ, რომლისთვისაც იბრძვით, ამ მომენტში თქვენია. თუ ჩვენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 30 დღის განმავლობაში უზრუნველყოფას შევძლებთ, მაშინ მისი გახანგრძლივებაც შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა ბიბილაშვილი: 2016 წელს ივანიშვილმა საჯაროდ თქვა, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ გავამარჯვებინებ ოპოზიციასო. მერე დააკონკრეტა – ვერც “ის ქალბატონი” (სანდრა რულოვსი) ვერ მოიგებს ზუგდიდსო

ირაკლი კობახიძე – საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული – ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ

ლევან სანიკიძე ევროპარლამენტის ანგარიშზე – თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი ვხედავთ ისე, რომ ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს – ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ერთიანობა გამოხატული იყოს ე.წ. არჩევნების ბოიკოტით