კიტ კელოგი – ომის წარმოება ადვილია, მაგრამ მშვიდობის მიღწევა რთული, ომის დაწყება ადვილია, მისი შეჩერება ნამდვილად ძალიან რთული და სწორედ აქ ვართ ახლა

-ის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, დაასრულოს მკვლელობები და შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.
კიტ კელოგმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც -ის პრეზიდენტი ალასკაში ვლადიმერ პუტინს, ხოლო ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდა.
კელოგმა ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ მშვიდობის პრეზიდენტია და უკრაინაში მკვლელობებისა და ნგრევის დასრულებისკენ მიისწრაფვის.
„ხედავთ სამშვიდობო პროცესს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მივაღწევთ ისეთ პოზიციას, სადაც გვექნება უკეთესი, გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები“, – აღნიშნა კელოგმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ერთ წელიწადში, 2026 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, მსოფლიოში სხვა ქვეყანა იქნება.
„ეს რთული, ძალიან რთული ამოცანაა. პრეზიდენტი ტრამპი ამას აღიარებს. მეც ვაღიარებ. ყველანი ვაღიარებთ ამას. არ მსიამოვნებს ამის თქმა: ომის წარმოება ადვილია, მაგრამ მშვიდობის მიღწევა რთულია. ომის დაწყება ადვილია, მაგრამ ომის შეჩერება ნამდვილად ძალიან რთულია და სწორედ აქ ვართ ახლა“, – აღნიშნა კელოგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია