ავსტრიის ბუნდესლიგის მეთვრამეტე ტურში „შტურმი“ გასვლაზე „ვოლფსბერგერთან“ 0:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდში სანდრო ალთუნაშვილი სათადარიგო იყო, სტუმართა რიგებში კი ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო – შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 7.0.
„შტურმი“ 37 ქულით ლიდერია და 23 თებერვალს „ბლაუ ვაისს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვოლფსბერგერი“ 32 ქულით მესამე პოზიციაზეა და 22 თებერვალს ინსბრუკში „ტიროლს“ დაუპირისპირდება.
ვოლფსბერგერი – შტურმი 3:0
გოლები: 1:0 ზუკიჩი (17), 2:0 ზუკიჩი (23), 3:0 შიოპფი (83)
