ბუნდესლიგის საჩემპიონო რაუნდში (23-ე ტურში) „შტურმი“ გასვლაზე „ვოლფსბერგერს“ დაუზავდა (1:1) და ლიდერობა დაკარგა.
სტუმართა გუნდის კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა – შეფასებები: flashscore 7.1, sofascore 7.0. მასპინძელთა გუნდში კი სანდრო ალთუნაშვილი სათადარიგო იყო.
„შტურმი“ 24 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ ვენის „აუსტრიას“ 2 ქულით ჩამორჩება და 4 აპრილს „რაპიდს“ უმასპინძლებს, ხოლო „ვოლფსბერგერი“ ამ მომენტისთვის 19 ქულით მე-3 პოზიციაზეა და 2 აპრილს თასზე ლინცში „ლასკს“ შეხვდება.
ვოლფსბერგერი – შტურმი 1:1
გოლები: 1:0 პინკი (3), 1:1 ჰორვატი (72)
