კიტეიშვილის ლამაზი გოლი – “შტურმი” ჩემპიონთა ლიგაზე “ლილთან” დამარცხდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში „შტურმი“ საფრანგეთში „ლილთან“ 2:3 დამარცხდა.
თამაში გახსნილი და ლამაზი სანახავი გამოვიდა: მასპინძლები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში შეამცირა. შესვენების შემდეგ მიკა ბიერეტმა თანაფარდობა აღადგინა. თუმცა, 81-ე წუთზე „შტურმის“ კარი ჰაუკონ არნარ ჰარალდსონმა დალაშქრა და „ლილს“ გამარჯვება მოუპოვა.
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: whoscored 7.5, sofascore 7.2, flashscore 7.2.
გრაცულ გუნდს 3 ქულა აქვს და 21 იანვარს ბერგამოში „ატალანტას“ დაუპირისპირდება.
ლილი – შტურმი 3:2
გოლები: 1:0 საჰრაუი (37), 2:0 ბაკერი (45+2), 2:1 კიტეიშვილი (45+4), 2:2 ბიერეტი (47), 3:2 ჰარალდსონი (81)