გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სამდღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტარმერი, ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს და პრემიერ ლი ციანს შეხვდება.
შეხვედრებზე ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
სტარმერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჩინეთის მიმართ ყოვლისმომცველი და თანმიმდევრული მიდგომა სურს. მისი თქმით, ვიზიტი სასარგებლო იქნება ბრიტანელი ხალხისთვის.
სტარმერი ჩინეთში ბიზნესისა და კულტურის სფეროების 60-მდე ლიდერთან ერთად ჩავიდა.
ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია ქვეყანაში 2018 წლის შემდეგ.




