ბრიტანული თვითმფრინავები დღეს ახლო აღმოსავლეთში, ცაში არიან, როგორც კოორდინირებული რეგიონული თავდაცვითი ოპერაციების ნაწილი, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ინტერესები და ჩვენი მოკავშირეები – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
სატრამერი ირანის ქმედებებს გმობს და საკუთარ მოკავშირეებს მხარდაჭერას უცხადებს.
მისივე თქმით, ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასდროს უნდა მიეცეს.
„დღეს დილით, ადრე, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანში სამიზნეები დაბომბეს. მას შემდეგ ირანმა რეგიონში განურჩეველი დარტყმები განახორციელა. ვიცი, რომ ბრიტანელი ხალხი და თემები მთელ ჩვენს ქვეყანაში ღრმად შეშფოთებული იქნებიან იმის გამო, თუ რას ნიშნავს ეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, ასევე რეგიონში მყოფი უდანაშაულო ადამიანების ბედის გამო, რომელთა შორისაც ბევრი ჩვენგანის მეგობრები და ოჯახის წევრებიც არიან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება, მინდა, წარმოგიდგინოთ ჩვენი პასუხი. გაერთიანებულ სამეფოს ამ დარტყმებში არანაირი როლი არ უთამაშია, მაგრამ ჩვენთვის დიდი ხანია, ნათელია, რომ ირანის რეჟიმი აბსოლუტურად ამაზრზენია. მათ საკუთარი ათასობით ადამიანი მოკლეს, სასტიკად ჩაახშვეს დისიდენტობა და რეგიონის დესტაბილიზაცია სცადეს. გაერთიანებულ სამეფოშიც კი ირანის რეჟიმი პირდაპირ საფრთხეს უქმნის დისიდენტებს და ებრაულ თემს. მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათ მხარი დაუჭირეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე 20-ზე მეტ პოტენციურად სასიკვდილო თავდასხმას“, – თქვა სატრამერმა.




