კირ სტარმერი – უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ – სასწორზე მხოლოდ მისი მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია

უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში, ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ხანგრძლივი, მყარი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად“, – განაცხადა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, „სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია“.
„აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტურად შეაჩეროს“, – აღნიშნა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე „ხანგრძლივი მშვიდობის ძირითად შემადგენელ ნაწილებს განიხილავს“.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)