კირ სტარმერი – პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი კანადის ქალაქ კანანასკისში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა.
„სასიამოვნო იყო უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრა. გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს – პუტინის ომის მანქანის დამფინანსებლებს დასამალი ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ეხმაურება და აცხადებს, რომ კირ სტარმერთან სთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და სხვა საკითხები განიხილა.
„იმისთვის, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება აიძულონ, საჭიროა დიდი შვიდეულის ყველა ქვეყნის მიერ კოორდინირებული სანქციები მათი ენერგეტიკული და საბანკო სექტორების, ჩრდილოვანი ფლოტისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ჩვენი პრიორიტეტია საჰაერო თავდაცვის გაძლიერება – როგორც სისტემების, ასევე რაკეტების. ამას ხაზს უსვამს ს მუდმივი მასიური თავდასხმები, რომლებიც ტრაგიკულად იწირავს უკრაინელების სიცოცხლეს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – უმძიმესი დღე დადგა, ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა – ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვუპასუხოთ რუსთაველიდან

საქართველოს საგარეო უწყება – შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული