კირ სტარმერი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება

კირ სტარმერი ოლაფ შოლცსა და ემანუელ მაკრონს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გერმანიაში დღეს ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ეკონომიკური და თავდაცვითი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.
კირ სტარმერმა აღნიშნა, რომ ევროპასთან ურთიერთობების „გადატვირთვის“ იმედი აქვს.
ასევე, დღეს საღამოს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიიდან პარიზში გაემგზავრება, სადაც პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება, ხოლო ხუთშაბათს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება