კირ სტარმერი – მოხარული ვარ, რომ შემოგვიერთდა და მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა იმავე ორ ნავთობკომპანიას, რომელიც გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა

გასულ კვირას გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რომლებიც პუტინის ომის მანქანას აფინანსებენ, მოხარული ვარ, რომ ახლა შემოგვიერთდა და იმავე ორ ნავთობკომპანიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„პუტინმა თავისი უაზრო აგრესიისთვის ფასი უნდა გადაიხადოს. მკვლელობები ახლავე უნდა დასრულდეს“, – აცხადებს სტარმერი.
შეგახსენებთ, აშშ-მა ორი უდიდესი რუსული ნავთობკომპანია – “როსნეფტი” და “ლუკოილი” – დაასანქცირა. ასავე, დასანქცირებულია “როსნეფტისა” და “ლუკოილის” 34 შვილობილი კომპანია.