კირ სტარმერი მეფე ჩარლზ შეხვდა და ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა, რომელმაც მას მთავრობის ფორმირება სთხოვა. შესაბამისად, ის უკვე ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მონარქთან აუდიენციის შემდეგ სტარმერი პრემიერის რეზიდენციაში გაემართა, სადაც მოსახლეობას მიმართავს.
მანამდე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება რიში სუნაკმა გააკეთა.
კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობის შესახებ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ამორალურ არსებათა ერთობა ჰქვია “ქართული ოცნების” მიერ დაბანილ-დავარცხნილებს: ზურაბიშვილი, მარგველაშვილი, ახვლედიანი, კორძაია და უამრავი სხვა არსით მოღალატე, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი პრინციპები, გარდა მონობისა