კირ სტარმერის განცხადებით, ში ბრიტანელი ჯარისკაცების განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრით დაამტკიცებს

უკრაინაში ბრიტანელი ჯარისკაცების განლაგების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭისყრით დაამტკიცებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს პარიზში გამართული „მსურველთა კოალიციის“ გუშინდელი შეხვედრის შედეგები გააცნო.
„ვითარების განვითარების შესახებ პალატას ვაცნობებ. იმ შემთხვევაში, თუ ხელმოწერილი დეკლარაციის შესაბამისად ჯარების განლაგება გადაწყდება, მაშინ ამ საკითხს პალატაში კენჭისყრაზე დავაყენებ“, – განაცხადა სტარმერმა.
შეგახსენებთ, გუშინ მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინაში სამხედრო ძალების განლაგებასთან დაკავშირებით დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს.