გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შედეგებით ძალიან კმაყოფილია.
მისი მტკიცებით, გარღვევა მოხდა უსაფრთხოების გარანტიების საკითხში და რეალური წინსვლაა ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებთან დაკავშირებით.
კითხვაზე, იქცევა თუ არა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული დიპლომატია აშშ-ის მიერ რუსეთის დაშოშმინების მცდელობად, სტარმერმა უპასუხა:
„ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ შედეგებზე ფოკუსირება, რადგან ვფიქრობ, რომ ეს დაამშვიდებს ხალხს ევროპაში, უკრაინაში, განსაკუთრებით კი გაერთიანებულ სამეფოში“.
მისი განცხადებით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ ევროპელ ლიდერებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის „ერთიანობის რეალური განცდა“ აჩვენა.
„დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ წინ წავედით და საბოლოო ჯამში, ჩემთვის ყოველთვის იყო ტესტი – მივაღწიეთ თუ არა რეალურ პროგრესს“, – აღნიშნა სტარმერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უკრაინის გარეშე არანაირი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ.
