კირცხალია: ხელისუფლება ცდილობს თავისი ქვეყანა დაიცვას, დაიცვას უსამშობლოებისგან, რომლებიც ფინანსდებიან

ხელისუფლება ცდილობს თავისი ქვეყანა დაიცვას, დაიცვას უსამშობლოებისგან, რომლებიც ფინანსდებიან, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.

„მათი შემცირებული დაფინანსება პირდაპირ აისახებოდა იმ უსამშობლო და ყოვლად უსაფუძვლო აქციებზე, რომელსაც ისინი მართავდნენ რუსთაველზე. ახლა თანხა შეზღუდული აგენტურა ელოდება, რომელი გზით მიიღებს თანხას. გამჭვირვალობის კანონს დროს 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რომელიც 20%-ზე მეტს იღებს უცხოეთიდან დაფინანსებას და აქედან 80% იმ ბიუჯეტისა, რომელიც აკუმულირდებოდა ამ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაში, იყოფოდა 2-3 აქაურ დედა არასამთავრობო ორგანიზაციაზე – გიგაურზე, ლომჯარიაზე და ა.შ. – აგენტურაზე და რევოლუციის ავტორებზე. ახლა ელოდებიან დაფინანსებას რა თქმა უნდა. ევროპაში აიმაღლეს ხმა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, -ც ამას ამბობს; შეგახსენებთ აუდიტის დასკვნებს, ევროკომისიის დასკვნას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, თუ რამხელა თანხები იფლანგება სხვა მიზნებით შეფარული სხვადასხვა ქვეყანაში“, – აღნიშნა მან.

კითხვაზე – რა რეაქციები მოჰყვება ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკომისიის მხრიდან, რა იქნება ხელისუფლების პასუხი და ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ საპასუხოდ ისინი რაიმე სადამსჯელო ზომებს მიიღებენ? – კირცხალიამ ასე უპასუხა:

„მე მგონი ის მართული ადამიანები, რომლებიც მოკალათებული არიან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ის ბიუროკრატია, უნდა აცნობიერებდეს კარგად, რომ ჩვენ არავითარი სადამსჯელო ღონისძიებების არ გვეშინია, არც ჩვენ პოლიტიკურ გუნდს და არც იმ საზოგადოებას, რომელმაც უკვე მეათედ გვანდო ქვეყნის სადავეები. ევროკავშირის დროშა რას ნიშნავს და რა ღირებულებებს ემსახურებოდა, ეს რომ დაავიწყდათ, სწორედ ამიტომ გასცა ყველა ღირსეულმა ქვეყანამ პასუხი, რაც საქართველომ მათ გასცა. ვის ეშინია მათი შანტაჟის და მუქარის? ხმამაღლა ვიტყვი ყველა ტრიბუნიდან, რომ ისტორიაში არასოდეს ქართველს არ შეშინებია შანტაჟის და არასდროს დაუხუჭავს თვალი ჩაგვრაზე და უსამართლობაზე. რა მოლოდინი უნდა მქონდეს იმ პოლიტიკური ჯგუფისგან, რომელიც აფილირებულია იმ აგენტურასთან, რომელიც საქართველოში მოქმედებს და რომელიც ღიად გვეუბნება რა ვიწრო პოლიტიკური და მერკანტილური ინტერესებიც ამოძრავებს. ეს ის ხალხი არაა, რომელიც გვეუბნებოდა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის, დღეს კი ამბობენ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან თურმე უნდა ისაუბრონ, სავაჭრო ურთიერთობები უნდა ჰქონდეთ. მთელს მსოფლიოს თვალებში ნაცარს აყრიან“, – განაცხადა კირცხალიამ.

წყარო