კირილ ბუდანოვი – რუსეთს A-50 ტიპის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა

რუსეთს A-50 ტიპის შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის მხოლოდ 6 თვითმფრინავი დარჩა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
“კიდევ ერთი A-50 “ჩამოვარდება” და სადღეღამისო მორიგეობას შეჩერება მოუწევს”, – აღნიშნა ბუდანოვმა.
შეგახსენებთ, 23 თებერვალს უკრაინელმა მებრძოლებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებისა და მთავარი დაზვერვის დირექტორატის ერთობლივი ოპერაციის შედეგად განადგურდა. ნამსხვრევები რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ჩამოვარდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი საბჭოთა ს-200 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოდერნიზებული რაკეტის გამოყენებით ჩამოაგდეს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოგდებული A-50-ის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა – ხუთი მაიორი, სამი კაპიტანი, პრაპორშჩიკი და ლეიტენანტი. 23 თებერვალს ჩამოგდებული A-50 ტიპის თვითმფრინავი უკვე მეორე რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავია, რომელიც უკრაინამ ჩამოგდო. პირველი თვითმფრინავი 15 იანვარს განადგურდა და აზოვის ზღვაში ჩავარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს