კირილ ბუდანოვი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებზე – რასაც ვაკეთებდით, მომავალშიც გავაგრძელებთ – რუსეთის ძლევამოსილების შესახებ ლეგენდა საპნის ბუშტია

უკრაინა არ გეგმავს შეაჩეროს თავდასხმები ს ტერიტორიის სიღრმეში, მიუხედავად იმ შეშფოთებისა, რასაც უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები რუსეთის შესაძლო პასუხთან დაკავშირებით გამოხატავენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა კირილ ბუდანოვმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემა წერს, რომ უკრაინული დრონებით თავდასხმების თამამი ტაქტიკა იწვევს უკრაინის ზოგიერთი პარტნიორის შიშს იმასთან დაკავშირებით, რომ ამას, შესაძლოა რუსეთის მხრიდან მკაცრი პასუხი მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებაც კი მოჰყვეს.
“ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე ფუნდამენტურ ცვლილებას უახლოეს მომავალში. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდით, მომავალშიც გავაგრძელებთ”, – განაცხადა ბუდანოვმა.
მისი თქმით, მიმდინარე წელი უკრაინისთვის რთული იქნება. ამავე დროს, ის პროგნოზირებს, რომ კვლავ შეძლებს ს შეკავებას და რომ ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ „რუსეთის ძლევამოსილების შესახებ მთელი ლეგენდა საპნის ბუშტია“.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად