კირთაძე: ევროპულ საქართველოს რუსულ კანონზე სამოქმედო გეგმაზე დელეგატებთან ექნება კონსულტაცია

ევროპული საქართველოს წევრის, თენგო კირთაძის თქმით, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად პარტია პრაიმერიზის დელეგატებთან კონსულტაციებს გამართავს.
“ეს ჯამში რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტადაა ჩართული ჩვენი პარტიის საქმიანობაში. შესაბამისად, ჩვენ გვსურს, რომ მერიტოკრატიული პრინციპი წავახალისოთ. ვინც ვერ მოახერხებს ხვალ საღამოს ჩვენს ოფისში მოსვლას, მათ ზუმში ჩავრთავთ, ვიმსჯელებთ და დავიგეგმებით მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ და რა ტიპის კოორდინაციაა საჭირო”. – თქვა კირთაძემ.
დელეგატებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ პარტიამ ინფორმაცია Facebook-ზეც გაავრცელა.
“პარასკევს, 19:00 საათზე, და დელეგატებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრას გამართავენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, კანდიდატის სტატუსის მიღება არანაირი შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ერთადერთი სწორი დასკვნა, რაც უახლესი წარსულიდან უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ცხადი, თანმიმდევრული გზავნილებით ვესაუბროთ საზოგადოებას. მთელმა პოლიტიკურმა და სამოქალაქო სპექტრმა უნდა შეწყვიტოს ამ რეჟიმის პირობებში ჩვენი ქვეყნის დასავლურ სამყაროში დაბრუნების შანსებზე ილუზიის კულტივირება, ჩვენ ცხადი უნდა გავხადოთ საზოგადოებისთვის, რომ რუსული რეჟიმის შინაარსი და პოლიტიკა შეუთავსებელია საქართველოს თავისუფალ, უსაფრთხო, დასავლურ, ევროპულ მომავალთან”. – წერს ევროპული საქართველო.
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიცირა. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი მარტის აქციების შემდეგ ჩავარდნილი კანონპროექტის ტექსტის იდენტურია. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდა ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩა.