კირა იარმიში – არქტიკის რეგიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს

ალექსეი ნავალნი არქტიკის რეგიონის სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში ავრცელებს.
„ჩვენ ვიპოვეთ. ის ახლა იამალ-ნენთა ავტონომიური ოლქის ხარპის დასახლების IK-3-ში იმყოფება. დღეს მას ადვოკატი ეწვია. ალექსეი თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა კირა იარმიშმა.
ნავალნის ადვოკატმა კი მხარდამჭერებსა და მედიას მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და მედიას, რომლებიც ალექსეის ბედით შეშფოთებული არიან და სიტუაციის შესახებ წერით არ იღლებიან“, – აღნიშნა ნავალნის ადვოკატმა, ივან ჟდანოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერთან კონტაქტი მისმა მხარდამჭერებმა ორი კვირის წინ დაკარგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: არა, ეს თქვენ გიხარიათ ტროტუარებიდან ხალხის დაჭერა, ცემა, დაწამვლა, დასისხლიანება და ადამიანების უსამართლოდ ცემას და დაჭერას რომ საკუთარ ხელფასს უთანაბრებთ, აი, მაგიტომ ხართ იქ, სადაც ხართ