კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს დღეს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

კინორეჟისორ ოთარ იოსელიანს ვაკის სასაფლაოზე, დღეს, მშობლების გვერდით დაკრძალავენ.
ცნობისთვის, ქართველი კინორეჟისორი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი 1956 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად; 1956-1959წწ. მემონტაჟედ; 1959-1961წწ. დოკუმენტური ფილმების რეჟისორად; 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი;
ამასთან, კინორეჟისორი 1980 წლიდან საფრანგეთში მოღვაწეობდა, სადაც გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები: “აკვარელი” (1958), “აპრილი”(1961); მხატვრული ფილმები: “გიორგობისთვე” (1966), “იყო შაშვი მგალობელი” (1970), “პასტორალი” (1976), “ბასკთა ქვეყანაში” (1983), “მთვარის რჩეულნი” (1984), “პეპლებზე ნადირობა” (1999), “ყაჩაღები”(1996), “მშვიდობით მწვანე მდელო” (2000, საფრანგეთი); ასევე, დოკუმენტური ფილმები: “ძველი ქართული სიმღერა” (1969), “თუჯი”(1964), “საპოვნელა” (1959).

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გელაშვილის საქმე ქოცების რეჟიმის ერთ-ერთი ცენტრალური პროპაგანდისტული საქმე იყო, მაგრამ როგორც კი კომისიაზე რაღაც გადაბრუნებულად დაიწუწუნა, ისევე მოექცნენ მას, როგორც გახარიას და სხვებს