კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ს მხარეს იბრძვიან, შეაქო და მათ „გმირები“ უწოდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომში ს მხარეს იბრძვიან, შეაქო და მათ „გმირები“ უწოდა.
„კიმმა დიდად დააფასა მათი გმირობა, რომელიც გამოიჩინეს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის განთავისუფლების ოპერაციებში“, – იტყობინება KCNA.
როგორც Reuters იუწყება, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის ომის მხარდასაჭერად ში 10 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა და სავარაუდოდ ასობით ჯარისკაცის გაგზავნას კიდევ გეგმავს.
კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გასული წლის ივნისში ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც ურთიერთდახმარების პაქტს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები შეიძლება ჰააგის სასამართლოს სკამამდე მიიყვანოს – იმედია, ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება

გია ვოლსკი – ვფიქრობ, ბევრი ისეთი თემა წამოიწევა, რომელიც მათი აზრით, საჭიროა, რომ საფუძვლად დაედოს სანქციებს თუ არა, რაიმე პოლიტიკური შეტევის გაგრძელებას – არ გამოვრიცხავ, რომ BBC-ის სტატიაც ამ მიზნითაა გამოშვებული