კიმ ჩენ ინი ჭკვიანი კაცია – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან კომუნიკაციას აპირებს.
„მე მასთან [კიმთან] კარგი ურთიერთობა მქონდა. ის ფანატიკოსი მორწმუნე არ არის… ჭკვიანი კაცია,” – თქვა ტრამპმა.
როგორც ცნობილია, კიმ ჩენ ინი და უკანასკნელად 2019 წელს შეხვდნენ ერთმანეთს ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში. მმართველობის პირველი ვადის განმავლობაში, დონალდ ტრამპი სამჯერ შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს – ის ასევე -ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა