კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეა უახლოეს მომავალში ბირთვულ არსენალს განავითარებს

ჩრდილოეთ კორეა უახლოეს მომავალში ბირთვულ არსენალს განავითარებს, – ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეის მმართველი „შრომის პარტიის“ მეცხრე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი პარტიის მიზანია ეროვნული ბირთვული ძალა გავაძლიეროთ და ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი სრულად გამოვიყენოთ. აქცენტს გავაკეთებთ ბირთვული იარაღის რაოდენობის გაზრდასა და ბირთვული შესაძლებლობების გაფართოებაზე“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

ასევე, კიმ ჩენ ინმა -სთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზეც ისაუბრა.

„თუ ჩრდილოეთ კორეის მიმართ თავის დაპირისპირების პოლიტიკაზე უარს იტყვის და პატივს სცემს ჩვენი ქვეყნის სტატუსს, მაშინ არ იქნება მიზეზი, თუ რატომ ვერ შევძლებთ აშშ-თან კარგი ურთიერთობის განვითარებას“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიის კონგრესი ფხენიანში 19-25 თებერვალს გაიმართა. 23 თებერვალს კონგრესმა კიმ ჩენ ინი გენერალურ მდივნად ხელახლა აირჩია. ჩრდილოეთ კორეის „შრომის პარტიის“ მეცხრე კონგრესი სამხედრო აღლუმით დასრულდა.