კიმ ჩენ ინი: რუსეთთან ჩვენს ალიანსს აძლიერებს ნეონაციზმის აღკვეთის მიზნით ჩვენი საერთო ძალისხმევა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 14 აგვისტოს “კორეის გათავისუფლების მე-80 წლისთავზე” საჯაროდ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა რუსეთთან კავშირების გაღრმავებას.

“დღესდღეობით ჩრდილოეთ კორეისა და ს მეგობრობა ისტორიაში უპრეცედენტო ალიანსად იქცა. ის ძლიერდება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, რათა აღვკვეთოთ ნეონაციზმის გამოცოცხლება და დავიცვათ სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და საერთაშორისო სამართალი,” თქვა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამთავრობო მედია KCNA-ის მიხედვით.

კიმმა ასევე ხაზი გაუსვა ალიანსის ისტორიულ და იდეოლოგიურ საფუძვლებსაც: “ჩრდილოეთ კორეა და კიდევ ერთხელ ეროვნული ღირსებისა და სუვერენიტეტისთვის, ისევე როგორც გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ბრძოლის ფარგლებში სამართლიანობის ისტორიას ქმნიან. უსაზღვროა ჩრდილოკორეულ-რუსული ერთობის ძალა, რომელიც დამყარებულია დიდებულ იდეალებზე, ჭეშმარიტ მეგობრობასა და სისხლით გამყარებულ რევოლუციურ ტრადიციაზე.” – თქვა მან.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გააკრიტიკა დასავლური სახელმწიფოებიც და აღნიშნა, რომ “დღეს იმპერიალისტების თავაშვებულობა, რომლებიც სუვერენული ერების უფლებებსა და ინტერესებს არღვევენ, იმაზე უფრო სერიოზულია, ვიდრე ოდესმე.”

ფხენიანში გამართულ ღონისძიებაზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი და კულტურის მინისტრის მოადგილე, ანდრეი მალიშევი.

KCNA-ის მიხედვით, კიმ ჩენ ინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ერთმანეთს მიულოცეს. ვოლოდინმა კი პუტინის წერილი ჩრდილოეთ კორეელ ხალხს წაუკითხა.

წერილში პუტინმა ის ჩრდილოკორეელი სამხედროები შეაქო, რომლებმაც რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა. “რუს ხალხს ყოველთვის ემახსოვრება მათი სიმამაცე და უანგარობა.” – წერს პუტინი.

წყარო