კი­ლი­ან მბაპე: მინ­და მივ­მარ­თო მთელ საფ­რან­გე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – ახალ­გაზ­რდო­ბას. ჩვენ ვართ თა­ო­ბა, რო­მელ­საც გან­სხვა­ვე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ექ­სტრე­მის­ტე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კარ­ზე აკა­კუ­ნე­ბენ…

ევრო 2024-ზე საფ­რან­გე­თის პირ­ველ მატ­ჩამ­დე ერთი დღით ადრე კი­ლი­ან მბაპე თა­ვი­სი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს და სამ­შობ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აღ­წერს, რო­გორც საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ის­თვის გა­დამ­წყვეტ მო­მენტს.

ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კი­თხვე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა გა­მოწ­ვე­ვას შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დეს საფ­რან­გე­თის­თვის ავ­სტრია ჯგუფ D-ში მო­მა­ვალ მატჩში, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­და­ი­ფა­რა, რო­დე­საც მბა­პემ თა­ვის ში­შებ­ზე სა­უ­ბა­რი ღიად და­ი­წყო და თქვა, რომ საფ­რან­გეთ­ში სი­ტუ­ა­ცია “ავ­ბე­დი­თია”.

“ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნაა და ამი­ტო­მაც, მინ­და მივ­მარ­თო მთელ საფ­რან­გე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი – ახალ­გაზ­რდო­ბას. ჩვენ ვართ თა­ო­ბა, რო­მელ­საც გან­სხვა­ვე­ბის შექ­მნა შე­უძ­ლია. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ექ­სტრე­მის­ტე­ბი ძა­ლა­უფ­ლე­ბის კარ­ზე აკა­კუ­ნე­ბენ… ჩვენ კი გვაქვს შან­სი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ”.

შა­ბათს საფ­რან­გე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, რომ ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ნე­იტ­რა­ლი­ტეტს პა­ტი­ვი სცენ და “ლე ბლუ” პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი არ გა­ხა­დონ, პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის შო­კის­მომ­გვრე­ლი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ერთი კვი­რის წინ რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ა­ა­ნონ­სა, რად­გან ევ­რო­კავ­ში­რის კენ­ჭისყრა­ში მა­რინ ლე პე­ნის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ და­მარ­ცხე­ბა იწ­ვნია.

ამ ნა­ბი­ჯ­მა საფ­რან­გე­თი პო­ლი­ტი­კურ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნა და ფი­ნან­სუ­რი ბაზ­რე­ბი არია, რად­გან მაკ­რო­ნის ნა­ბი­ჯ­მა, შე­საძ­ლოა, ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ებს რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მის­ცეს და მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბაც ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე სამი წლით ადრე შე­სუს­ტდეს.

ფორ­ვარ­დმა, მარ­კუს ტუ­რამ­მა ხალ­ხს “ყო­ველ­დღი­უ­რი ბრძო­ლის­კენ“ მო­უ­წო­და, რათა ლე პე­ნის პარ­ტი­ას ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლონ, მბა­პემ კი ასე­ვე გა­ნა­ცხა­და:

“იგი­ვე შე­ხე­დუ­ლე­ბა მაქვს. იგი­ვე აზრი მქონ­და, რო­დე­საც ვი­სა­უბ­რე მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის შე­სა­ხებ,” – თქვა მან, – “ხვა­ლინ­დე­ლი თა­მა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არ­სე­ბობს სი­ტუ­ა­ცია, რო­მე­ლიც უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე თა­მა­ში. კი­ლი­ან მბა­პე იმ ექ­სტრე­მის­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის და იდე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გია, რო­მე­ლიც ხალ­ხს ყოფს. მინ­და, საფ­რან­გე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ამა­ყი ვიყო, არ მსურს, წარ­მო­ვად­გენ­დე ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ჩემს ან ჩვენს ფა­სე­უ­ლო­ბებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა”, – აღ­ნიშ­ნა ფეხ­ბურ­თელ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უე­ფას გუნ­დე­ბი­სა თუ მო­თა­მა­შე­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მკაც­რი წე­სე­ბი აქვს, თუმ­ცა მბა­პეს თქმით, საფ­რან­გეთ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ყვე­ლას აწუ­ხებს.

“ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს სი­ტუ­ა­ცი­ას საფ­რან­გეთ­ში. არის ზოგი ადა­მი­ა­ნი, ვინც რა­მის თქმი­სას და გა­მო­ხატ­ვი­სას უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს,” – თქვა 25 წლის ფეხ­ბურ­თელ­მა, – “ჩვენ გვინ­და, ჩვე­ნი ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი და, რა თქმა უნდა, საფ­რან­გე­თის გუნ­დი და­ვიც­ვათ. მაგ­რამ ამა­ზე ვი­ფიქ­რეთ და ვფიქ­რობ, რომ რა­ღა­ცას მო­ვი­მოქ­მე­დებთ. ასე რომ, ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით.

ზო­გის თქმით, ფეხ­ბურ­თი პო­ლი­ტი­კა­ში არ უნდა ავუ­რი­ოთ, მაგ­რამ აქ ვსა­უბ­რობთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ვიდ­რე თა­მა­ში. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბა სა­ში­ნე­ლია და უნდა ვი­მოქ­მე­დოთ”, – აღ­ნიშ­ნა მბა­პემ.

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლის, დი­დიე დე­შა­მის თქმით, ის თა­ვი­სი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს პა­ტივს სცემს:

“ეს მათი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბაა. უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ისი­ნი დიდი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ასე­ვე არი­ან საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­მართ იმუ­ნუ­რე­ბი ან გულ­გრი­ლე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან”, – გა­ნა­ცხა­და დე­შამ­მა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რის საფუძველზეც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს