კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან

კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან
საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ბრიუსელის გადასაწყვეტია, როდის მიეცემა ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, რატომ არ არის მიწვეული საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე?
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან.
„რუკიდან ქვეყანას ვერავინ წაშლის, ამ რუკაზე საქართველო, ძალიან ბევრი საუკუნეა, არის და გააგრძელებს ყოფნას. მცდელობაა, მსგავსი შეხვედრები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იქნეს გამოყენებული, ამას აგრძელებს ევროკავშირი. კიდევ ერთხელ ადასტურებს კომიკურ სიტუაციას, რაც არის შექმნილი ვითომცდა საქართველოს მიერ შეწყვეტილ ევროინტეგრაციის პროცესზე, მაშინ როდესაც გაფართოების შეხვედრაზე თავად ევროკავშირი არ იწვევს საქართველოს. უკვე კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს პროცესი შეჩერებული და ვინ დგას ამ შეჩერებული პროცესის უკან. საქართველოს არაფერი შეუჩერებია, ეს არის ბრიუსელის გადასაწყვეტი და ბრიუსელის მხარესაა გადაწყვეტილება, როდის მიეცემა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა ქართველ ხალხს, რომელსაც, როგორც ამბობენ, მხარს უჭერენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც ჯარით და ომით ვერ დაათმობინა რუსეთმა უკრაინას, დასავლური ძალების დიდი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები, ცდილობს უკრაინამ ხელი მოაწეროს ნახევრად კაპიტულაციურ ხელშეკრულებას და ტერიტორიები დათმოს მშვიდობით

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში