კიელინი: “ვესტ ჰემი” სერია A-ს საუკეთესო გუნდის დონეზეა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯორჯო კიელინიმ ერთმანეთს სერია A და პრემიერლიგა შეადარა. “იუვენტუსის” ლეგენდის თქმით, პრემიერლიგა ყველა ჩემპიონატზე ერთი თავით მაღლა დგას.
“ინგლისში თამაში ურთულესია, ყველა მატჩში 100 პროცენტით მზად უნდა იყო. ეს ლიგა სხვა ჩემპიონატებს ბევრად აღემატება.
იტალიაში თამაში შესაძლოა უფრო ადვილია, ვიდრე ინგლისში. მაგალითად, “ვესტ ჰემი” სერია A-ს საუკეთესო გუნდს არაფრით ჩამოუვარდება”, – განაცხადა კიელინიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში