უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ორშაბათს, 24 თებერვალს კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორშაბათს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი „ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია… ჩვენი პლატფორმა “უკრაინა – სკანდინავია-ბალტიისპირეთი”, ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოხდება „მტკიცე გადაწყვეტილებების“ მიღება.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.
