კიევში ხუთამდე გაიზარდა რუსული რაკეტებითა და დრონებით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები ს ჯარების მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.
14 ნოემბრის დღის ორი საათის მდგომარეობით, კიევში დაიღუპა 5 და დაშავდა 34 ადამიანი. მანამდე დადასტურებული იყო, რომ დაღუპულია 4 და დაშავებულია 29 მშვიდობიანი მოქალაქე. 6 ადამიანი დაიჭრა ს ოლქში. დაზიანებული, ან ნაწილობრივ დანგრეულია ათეულობით სახლი და სხვა შენობები, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკის ბაზარზე დრონებით დარტყმის შედეგად.
ს ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მორიგი მასირებული შეტევა გასული ღამის განმავლობაში განახორციელეს. დარტყმის მთავარი სამიზნე იყო დედაქალაქი კიევი.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, 14 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა კვლავ დაარტყეს ქვეყნის ენეროობიექტებს. კიევის, ოდესის და დონეცკის ოლქების დიდ ნაწილს ელექტროენერგია საერთოდ არ მიეწოდება. სხვა რეგიონებში ისევ ენერგომომარაგების გრაფიკი მოქმედებს.
ზე მორიგი მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ტრადიციული შინაარსის ზოგადი განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამოქალაქო ობიექტებზე უკრაინის „ტერორისტული შეტევების“ პასუხად გასულ ღამით საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების მაღალი სიზუსტის იარაღით, მათ შორის აერობალისტიკური რაკეტებით „კინჟალი“ და უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და ენერგოობიექტებს, რომლებიც ამ კომპლექსის მუშაობას უზრუნველყოფენ.
უკრაინის პრეზიდენტ ს განცხადებით, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა საგანგებოდ იყო გათვლილი ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა ხალხისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ზელენსკიმ ევროპას და -ს კიდევ ერთხელ მოუწოდა ს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებით დაეხმარონ.
რუსეთი „ტერორისტულ აქტებს” უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში მდებარე ნავთობის საცავებზე, ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ ქარხნებსა და სხვა საწარმოებზე, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ. თავად უკრაინა ამას უწოდებს „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო ბანკი – საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4%-მდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა მდგრადობაში ინვესტირებით – ასევე, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ გაძლიერდება, თუ პროცესს კერძო კომპანიები გაუძღვებიან