კიევში „ცინიკური“ უწოდეს მოსკოვის მოთხოვნას „ტერორისტების” გადაცემის შესახებ

უკრაინისგან მოითხოვს „ტერაქტებთან“ კავშირის მქონე პირების გადაცემას. კიევში ამ მოთხოვნას „უბადრუკი“ და „ცინიკური“ უწოდეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 31 მარტს, საღამოს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმად, საკონცერტო დარბაზ „კროკუსზე“ თავდასხმა ბოლო პერიოდში რუსეთის საწინააღმდეგო პირველი „ტერორისტული შეტევა“ არ არის და „კომპეტენტური ორგანოების საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ყველა ამ დანაშაულის კვალი უკრაინისკენ მიდის“.
მათ შორის რუსეთი ასახელებს ჟურნალისტების, დუგინას და ფომინის(ტატარსკის), მწერალ პრილეპინის და ს ხიდის აფეთქებებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, უკრაინის ხელისუფლებისგან მოითხოვეს, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად, „დაუყოვნებლივ დააკავონ” და რუსეთს გადასცენ ამ „ტერაქტებთან” კავშირის მქონე ყველა პირი, მათ შორის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ მალიუკი, რომელმაც 2022 წელს, „ცინიკურად აღიარა“ ყირიმის ხიდის აფეთქება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა თითოეული სახელმწიფოს მოვალეობაა“ და უკრაინის მიერ ვალდებულებების დარღვევა გამოიწვევს მის „საერთაშორისო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას“.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა შესაბამისი ნოტა კიევს „ამ დღეებში“, ბელარუსის მეშვეობით გადასცა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას „უბადრუკი“ უწოდეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში. მისი კომენტარი 31 მარტს, ღამით გაავრცელა გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, „საერთაშორისო სამართლით აპელირებისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავიწყდება, რომ ოფიციალურად საერთაშორისო ძებნა გამოცხადებულია სწორედ პუტინზე, რომელსაც ჰააგის ტრიბუნალი ელოდება უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „განსკუთრებით ცინიკურია“, რომ ტერორიზმის შესახებ თავად „ტერორისტი ქვეყანა” ლაპარაკობს ქალაქ ბუჩის გათავისუფლების მორიგ წლისთავზე და იქ ჩადენილი სიმხეცის ფონზე.
რუსეთის არმიამ ს ოლქის ქალაქი ბუჩა 2022 წელს, ში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიკავა. 2022 წლის 31 მარტიდან, როცა უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნეს, ბუჩაში აღმოაჩინეს ასეულობით დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს – უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია – პოზიცია „ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ“, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!