კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები

დღეს, 24 თებერვალს, ში ომის დაწყების მესამე წლისთავზე კიევში ჩავიდნენ ეროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.
მათ ს რკინიგზის სადგურში დახვდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა კიევის სადგურში გადაღებული ვიდეოკადრები და დაწერა, რომ ს სასტიკი შეჭრის მესამე წლისთავზე ევროპა კიევშია, რადგან უკრაინა ევროპაა და გადარჩენისთვის ბრძოლაში წყდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის ბედიც.
23 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ბოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს კიევში გაიმართება უკრაინის პარტნიორთა სამიტი, რომელსაც დაესწრება 13 ქვეყნის ლიდერი, კიდევ 24 კი მონაწილეობას ვიდეოკავშირით მიიღებს.
ზელენსკის ინფორმაციით, სამიტზე განიხილავენ უკრაინის სტრატეგიას და უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებს.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მესამე წელს ურთიერთობა დაიძაბა უკრაინის ხელისუფლებასა და -ის ახალ, პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას შორის. მისი წინამორბედი პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია უკრაინის ყველაზე აქტიური და ძლიერი მხარდამჭერი იყო.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა 18 თებერვალს, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, საუდის არაბეთში პირველი შეხვედრა გამართეს რუსეთის ოფიციალურ პირებთან.