კიევში ჩავიდა ევროკავშირის დელეგაცია ანტონიუ კოშტას და კაია კალასის მონაწილეობით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უზენაესი წარმომადგენელი კაია კალასი 1 დეკემბერს კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ორივე პოლიტიკოსისთვის პირველი ვიზიტია კიევში მას შემდეგ, რაც მათ ახალი თანამდებობები დაიკავეს 29 ნოემბერს.
მათ თან ახლავს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.
როგორც კალასმა დაწერა სოცქსელ X-ში, „ჩემი მესიჯი მკაფიოა: ევროკავშირს სურს, რომ მ მოიგოს ომი. ჩვენ ყოველ ღონეს ვიხმართ, რაც საჭიროა საამისოდ“.
წუხელ კიევს რუსეთმა დრონებით შეუტია. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ კიევში ათამდე დრონი მოიგერია. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩომახაშვილი – ყველას მინდა აქტიურობისკენ მოვუწოდო, ვინაიდან ჩვენს პროფესიაში დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია – ჩვენი პრიორიტეტი როგორც აქამდე, იქნება ადვოკატის უფლებების დაცვა