28 აგვისტოს ღამით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვის შედეგად სულ ცოტა რვა ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტრი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
“ახლა კიევში რუსული დარტყმის შედეგად საცხოვრებელი სახლს ნანგრევებისგან წმენდენ, კიდევ ერთი მასირებული დარტყმა ჩვენი ქალაქებისა და საზოგადოების წინააღმდეგ, ისევ მკვლელობა. უკვე ცნობილია, სამწუხაროდ სულ ცოტა, რვა დაღუპულის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვია”, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.
მისი სიტყვებით, ნანგრევების ქვეშ შეიძლება რჩებოდნენ ადამიანები, ათობით ადამიანი დაშავდა.
“დღევანდელი რუსული რაკეტები და თავდამსხმელი დრონები მკაფიო პასუხია მსოფლიოში ყველასთვის, ვინც კვირების და თვეების განმავლობაში მოუწოდებდა ცეცხლის შეწყვეტისა და რეალური დიპლომატიისკენ. რუსეთი ბალისტიკას ამჯობინებს მოლაპარაკებების მაგიდას”, – წერს წელენსკი. რომლის სიტყვებით, ეს ნიშნავს რუსეთს შედეგების არ ეშინია.
რუსმა ჯარებმა ღამით კიევზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს რაკეტებითა და დრონებით. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა. არის ნგრევა და ხანძრის ჩაქრობაში სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავიაცია მონაწილეობს.
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 38 ადამიანი დაშავდა, მათგან 30 საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული თავდასხმის შედეგები რეგისტრირებულია 20-ზე მეტ ადგილას დარნიცის, დნეპრის, სოლომიანსკის, შევჩენკოვსკის, ჰოლოსიევსკის, ობოლონსკის და დესნიანსკის რაიონებში. მ
ნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელ შენობები დნეპრისა და დარნიცის რაიონებში.
რუსული არმია სხვადასხვა ტიპის იარაღით რეგულარულად ესხმის თავს უკრაინის რეგიონებს. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ გამიზნულად ბომბავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამგვარ თავდასხმებს ომის დანაშაულებს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი მიზანმიმართულად ხორციელდება.
ფორუმი
