კიევში, საქართველოს საელჩოსთან, უკრაინაში მებრძოლი ქართველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

კიევში, საქართველოს საელჩოსთან ში მებრძოლი ქართველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქართველი მებრძოლები საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად იდევნებიან და ზეწოლის მსხვერპლნი არიან. აქციაზე შეიკრიბნენ უკრაინელები და უკრაინაში მცხოვრები ქართველები.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ უკრაინული “ტელეგრამ” არხი “შპალტა” და “კავკასიური კავშირი”.
“მხარი დავუჭირეთ მებრძოლებს, კიდევ ერთხელ გვინდა გავაგებინოთ უკრაინას და მთელ მსოფლიოს, რომ არ იყოს დევნა, ქართველ მებრძოლებს დევნის პრორუსული მთავრობა საქართველოში”, – ამბობს “კავკასიური კავშირის” ხელმძღვანელი, ლადო გამსახურდია.
მიხეილ ბატურინი, ტაქტიკური დანაყოფის “სარანგის” მეთაურიც ამბობს, რომ დღეს ქართველი მებრძოლები რეპრესიების მსხვერპლნი არიან.
შეგახსენებთ, ქართველ მებრძოლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ, შემდეგ გაუთქმელობაზე აწერინებენ ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება

ვიქტორ ორბანი – არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ნატო-სთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ნატო-ს კი უკრაინაში არაფერი ესაქმება – ტრამპის წყალობით ახალი ომები ხანმოკლე ხდება, ძველებს კი „საწვავი აღარ ჰყოფნით“