კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად მრავალსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა

კვირას საღამოს კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქის ობოლონის რაიონში, წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ხანძარი სახლის მე-8 და მე-9 სართულებზე გაჩნდა.

დაზარალებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ერთ-ერთ ვიდეოში სახლის მაცხოვრებლები ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობენ.
მანამდე უკრაინულმა სარდლობამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კიევს ჩრდილოეთიდან სარაკეტო საფრთხე ემუქრებოდა. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა, ქალაქში აფეთქებები ისმოდა.
უფრო ადრე ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა ს არმიის მიერ 30 ივნისს, ხარკოვის დაბომბვის შედეგად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ