კიევში პროუკრაინული დივერსიული დაჯგუფება “კავკაზის” ორი დაღესტნელი წევრი დააკავეს

კიევის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ, გირაოს გამოყენების უფლებით, მოხალისეთა დანაყოფ სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფ კავკაზის” ორი მებრძოლი, ა. ისაევი და ი. გარნუშკინი დააპატიმრა. ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ აცნობა ამ დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც უსაფრთხოების გამო, ვინაობის გამხელა არ ისურვა.

წყაროს ცნობით, ისაევი და გარნუშკინი უკრაინელმა პოლიციელებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც ჩხრეკის დროს მათ მფლობელობაში არარეგისტრირებული, ბრძოლის ველზე ნადავლის სახით ნაშოვნი, ორი პისტოლეტი იპოვეს. პოლიციელებმა გაჩხრიკეს ბინა, სადაც ისაევი ცხოვრობს, ამოიღეს დაჯილდოების დამადასტურებელი სერტიფიკატები და გაჯეტები. ხოლო ისაევის მეუღლეს, წყაროს ცნობით, რუსეთში დეპორტაციაც ემუქრებოდა.

„კავკაზ.რეალიის“ წყაროს ცნობით, ბინაში ჩხრეკას ატარებდნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები, რომლებსაც ვინაობა არ დაუსახელებიათ. ხოლო დაღესტნელი მოხალისეების საქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

სადივერსიო-სადაზვერვო ჯგუფ “კავკაზის” დანაყოფის ძირითადი ნაწილი ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდა ბახმუტის მახლობლად ბრძოლებში და ასრულებდა ერთჯერად რეიდებს ს ჯარების ზურგში.

ამ დანაყოფის მებრძოლებსა და შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონს არ გაუფორმებიათ კონტრაქტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და მოქმედებენ ავტონომიურად, თუმცა უკრაინელ სამხედროებთან კოორდინაციაში.
· შარშან ოქტომბერში ში ადგილობრივი სამხედროების დასახმარებლად ჩამოყალიბდა იმამ შამილის სახელობის დაღესტნის ბატალიონი, რომლის მეთაური გახდა მაგომედ საიპულაევი. ამის შესახებ ცნობა და საიპულაევთან ერთად გადაღებული ვიდეო ვერხოვნა რადის დეპუტატმა ალექსეი ჰონჩარენკომ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.
· ამჟამად უკრაინის მხარეს იბრძვის რამდენიმე მოხალისეთა დანაყოფი, მათ შორის ჯოხარ დუდაევის (მეთაური ადამ ოსმაევი) და ასევე შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონები (მეთაური მუსლიმ ჩებერლოევსკი). კიდევ ერთი ჩეჩნური რაზმი, “ცოფიანი მოდგმა”, უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში მოქმედებს.
· ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი მილიონი დოლარის ჯილდოს დაჰპირდა მას, ვინც სამართალდამცველებს ჯოხარ დუდაევისა და შეიხ მანსურის ბატალიონების მეთაურების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიაწვდის.