კიევში ოსტინისა და ზელენსკის შეხვდა გაიმართა, აშშ უკრაინას $100 მილიონით დაეხმარება

აშშ-ს თავდაცვის მდივანი და პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ოფიციალური ვიზიტით ში იმყოფება. ამერიკელი გენერალი უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდა.
ოსტინმა შეხვედრის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
I was honored to meet with President @ZelenskyyUa in Kyiv today to reaffirm the United States’ steadfast support for Ukraine. We, along with our allies and partners, will continue to support Ukraine’s urgent battlefield needs and long-term defense requirements. pic.twitter.com/Odv6ClgcrP— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) November 20, 2023
“დღეს პატივი მხვდა, კიევში შევხვედროდი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა -ს მხრიდან უკრაინის ურყევი მხარდაჭერა. ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად განვაგრძობთ ბრძოლის ველზე და გრძელვადიანი თავდაცვის საჭიროებების საკითხებში უკრაინის მხარდაჭერას”. – წერს ოსტინი.
შეხვედრის შემდეგ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარით დაეხმარება. გამოყოფილი თანხა არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ჭურვებს მოხმარდება.
“მივიღებთ კიდევ ერთ თავდაცვის პაკეტს აშშ-სგან, მადლობელი ვარ. უფრო კონკრეტულად საუბარია არტილერიის ჭურვებზე, რომლებიც ამ წუთას გვჭირდება”. – თქვა შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ.
ბოლოჯერ აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარით 17 ნოემბერს დაეხმარა. ახლო მომავალში უკრაინას კიდევ 300 მილიონ დოლარამდე მოხმარდება.
აშშ-ს თავდაცვის მინისტრი კიევში 20 ნოემბრის დილას ჩავიდა.
ცოტა ხნით ადრე ოსტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან რუსტემ უმეროვთან. მათ ორი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს.
22 ნოემბერს რამშტაინის ფორმატში დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია, რომელშიც ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.