კიევში მყოფმა ორბანმა ზელენსკის გააცნო ცეცხლის შეწყვეტის გეგმა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს, ს, გააცნო ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს პაუზის მიღწევას ში შეჭრილ ს ძალებთან ომში.
ორბანი ზელენსკის კიევში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში მას სამშვიდობო წინადადების დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა თქვა, ზელენსკის ვკითხე, “არის თუ არა შესაძლებელი პაუზა, ცეცხლის შეჩერება და შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელებაო”. ორბანის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა “ამგვარი მოლაპარაკებების ტემპის აჩქარებას უზრუნველყოფს”.
ორბანის ვიზიტი კიევში განხორციელდა ერთ დღეში მას მერე, რაც უნგრეთი გახდა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. მისი მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია იმ ხმამაღალი კრიტიკის ჭრილში, რომელსაც ორბანი სისტემატურად გამოთქვამდა დასავლეთის მიერ სთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. ამასთან, ორბანი ერთ-ერთია დასავლეთის იმ მცირერიცხოვან ლიდერთა შორის, რომლებიც ვლადიმირ პუტინს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეხვდნენ.
ზელენსკის პრესმდივანმა მოგვიანებით თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ორბანს მისცა თავისი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება. ზელენსკის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვამ ასევე განაცხადა, რომ უნგრეთი არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც გამოდის ცეცხლის შეწყვეტის პოტენციური შეთანხმების გეგმით. ჟოვკვას თქმით, ზელენსკიმ მოისმინა ორბანის წინადადება, თუმცა პასუხად უკრაინის “მკაფიო, გასაგები და ცნობილი” პოზიცია დააფიქსირა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი ხელისუფლებაზე – საფრთხეს უქმნიან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა – ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს