რუსეთის ღამის იერიშის შედეგად კიევში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა, – აცხადებს ქალაქის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო. დაშავებულია 48 ადამიანი.
დაგესროლილი რაკეტებისა და დრონების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი განადგურდა. ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინაზე 629 რაკეტა და დრონი გაუშვა, საიდანაც 589 ჩამოაგდეს.
დარტყმები დაფიქსირდა 13 ლოკაციაზე. საჰაერო განგაში კვლავ მოქმედებს ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში.
