კიევში გერმანიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევში ჩასვლისას ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია ს ჰუმანიტარული დახმარების სახით 130 მილიონ ევროს გადასცემს.
-სა და რუსეთს შორის წარმოქმნილი ჩიხიდან გამომდინარე, აბსოლუტურად მნიშვნელოვანია, ჩვენ, ევროპელებმა ვაჩვენოთ, რომ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მას მხარს კიდევ უფრო მეტად ვუჭერთ“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
დღეს კიევს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისიც ეწვია.
„ჩვენ თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში თქვენს გვერდით დგომას გავაგრძელებთ. ლიეტუვა ევროკავშირის შემადგენლობაში ძლიერ, მდგრად და წარმატებულ უკრაინას მხარს უჭერს“, – აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან