კიევში განმარტავენ, აღიარებენ თუ არა ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოს პრეზიდენტად არ მოიხსენია და თავისი პოზიცია შემდეგნაირად განმარტა, რომ ამ საკითხში ევროკავშირის პოზიციას უერთდება, ამის შესახებ მან გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს ოფიციალური საქართველოს პრეზიდენტად, სიბიგამ უპასუხა, რომ უკრაინა „მხარს უჭერს ქართველ ხალხს“ და ცნობს სახელმწიფოებს, მაგრამ არა ლიდერებს.
„ჩვენ ვგმობთ გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ, ვგმობთ მრავალრიცხოვან დარღვევას საპარლამენტო არჩევნებზე, ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების არაპროპორციულ რეპრესიებს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ჩვენ გულდასმით შევისწავლეთ ეუთოს ანგარიში, სადაც მკაფიოდ მიუთითებს ამ მრავალრიცხოვან დარღვევაზე. მისი მთავარი რეკომენდაცია ახალი ს ჩატარებაა, პრობლემების სათავის დასადგენად. ხაზს გავუსვამ, რომ არცერთ ქვეყანას და განსაკუთრებით რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ხალხის გეოპოლიტიკურ არჩევანზე, ქვეყნის მონაწილეობაზე საერთაშორისო გაერთიანებებში და ალიანსებში“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.
მან მიუთითა სანქციებზე, რომლებიც უკრაინამ ერთ-ერთმა პირველმა დაუწესა იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ.
„დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცება, ადამიანის უფლებების და სტანდარტების დაცვა ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, რომელმაც თავისი მაიდანი გამოიარა, ლიტონი სიტყვები არა, ამიტომ მე არ მჯერა არცერთი წარმატებული ხელისუფლების და არ მწამს ძალაუფლების მოდელების, რომლებიც ხალხის ნების საწინააღმდეგოდაა აგებული. და ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებაა“, – აღნიშნა სიბიგამ.
მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, ლეგიტიმურობას არ ცნობენ მეხუთე პრეზიდენტი , ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი. ყაველაშვილი იყო „უცხოეთის აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი 2023 წელს.
ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. ივანიშვილს ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე -მ სანქციები დაუწესა.
ყაველაშვილს გამარჯვება აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, სერბეთის, უნგრეთის, თურქეთისა და ჩინეთის ლიდერებმა მიულოცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც