კიევში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქზე დრონებით შეტევა მოიგერია

დრონებით მორიგი შეტევის გამო უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ს ოლქში დილის ექვს საათამდე გაგრძელდა 4 ივლისს, შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ.
კიევის შემოგარენში არაერთი აფეთქება იყო, რაც ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დრონების მოგერიებით იყო გამოწვეული.
დილით, კიევის სამხედრო-საქალაქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ს საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატები კიევს ტალღებად, სხვადასხვა მხრიდან უახლოვდებოდნენ. ადმინისტრაციის ცნობითვე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად არცერთ დრონს კიევამდე არ მიუღწევია და ყველა აპარატი დედაქალაქის მისადგომებთან განადგურდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხმელეთზე მსხვერპლი და ნგრევა არ არის. მოგერიებული დრონების რიცხვს უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა გამოაქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ